18:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 20:19:20, 556 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი დავით-გარეჯზე - აუცილებელია საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა

„ნათელია, რომ საქმე სენსიტიურია, აუცილებელია საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა“ , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე პირდაპირ კავშირშია საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან.

„საწყის ეტაპზე ვართ, ჯერაც მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ, სხვების მსგავსად, სიფრთხილეს გამოვიჩენ.

ცხადია, ეს მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის და ყველასთვის, ნათელია, რომ საქმე სენსიტიურია, მას აქვს საგარეო პოლიტიკური განზომილებაც, რომელსაც ფრთხილი მიდგომა სჭირდება, თუმცა, ის სენსიტიურია საშინაო პოლიტიკის მიმართულებითაც.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, რომ საქმის ზოგად კონტექსტთან და შერჩეულ დროსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რაც გასაგებია, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრში ვიმყოფებით.

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობას“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics