|
2015-09-17 21:43:47, 449 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებას მიიღებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს ვილნიუსში შეხვდა. ლინას ლინკიავიჩუსთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგისა და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასებას დაეთმო. იუსტიციის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ. “სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა მართლმსაჯულების რეფორმა, რომლის წყალობითაც სასამართლო გახდა ადგილი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, იპოვოს სამართალი. დღეს მოქალაქე უჩივის სახელმწიფო ინსტიტუტებს თავისუფლად და, რაც მთავარია, იგებს საქმეს სასამართლოში. ეს სამი წლის წინ სრულიად შეუძლებელი იყო, რადგან პროკურატურის დასკვნა იყო იგივე სასამართლოს გადაწყვეტილება. ამას ადასტურებს გამამტყუნებელი განაჩენის ის უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტი, რასაც ადგილი ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებაში”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი გაკეთდა საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა. ლინას ლინკიავიჩუსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დღეს მთავარია ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მიღება. “მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს დადებით შეფასებას და ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის”, - განაცხადა ლინკიავიჩუსმა. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს იმისათვის, რომ ლიტვა ყველგან და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში დღეს დაიწყო. თეა წულუკიანი უკვე შეხვდა ლიტვის პრემიერ-მინისტრს. დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის იუსტიციის მინისტრთან, ლიტვის სეიმის თავმჯდომარესა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)