18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 19:07:43, 575 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: უგულავა ისეთივე უდანაშაულოა ან დამნაშავე, როგორც გუშიწინ

„გიგი უგულავა ისეთივე უდანაშაულოა ან ისეთივე დამნაშავეა, როგორიც იყო გუშინწინ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშრებით იმსჯელა და არა ვინმეს ბრალეულობაზე. 
 
„საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა იმ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. სასამართლომ იმ კანონის გარკვეულ მუხლებზე თქვა, რომ არის არაკონსტიტუციური. ამასთანავე ამ კანონის შეცვლასთან დაკავშირებით არ შემოსულა არანაირი ინიციატივა არც ამ მოწვევის და არც წინა მოწვევის პარლამენტებში. ასე რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც დღეს სხვანაირად წარმოაჩენენ ამ თემას, მინდა რომ ყველასთვის ნათელი იყოს. მოპასუხე სასამართლოში იყო პარლამენტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამართალმემკვიდრე ყველა დღემდე არსებული პარლამენტებისა და მოქმედ კანონმდებლობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი.
შემდეგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც გითხარით, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს კანონის კონსტიტუციურობაზე და შემდგომ დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს. ჩვენ, პარლამენტს, მოგვიწევს ამ თემაზე მუშაობა მას შემდეგ რაც ვნახავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
აქ მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო: მიუხედავად ჩემი მცდელობისა, საქართველოს პარლამენტს - მთავარ მოპასუხეს ჯერ კიდევ არა აქვს სასამართლოს სრული გადაწყვეტილება. გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილი, განმარტებები კეთდება, ხოლო გადაწყვეტილება, რასაც ქვია თავისი სამოტივაციო ნაწილით და დასაბუთებით, თუ რა იმსჯელა და როგორ იმსჯელა სასამართლომ, გვპირდებიან, რომ დღეს საღამოს იქნება", – აღნიშნა უსუფაშვილმა. 

 ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics