16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 15:11:11, 685 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეთა ნაკრებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს შეხვდა.

პრემიერმა თავისუფალ ჭიდაობაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიღწეული წარმატება  მიულოცა.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს აქ ერთად შევიკრიბეთ. გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, ეს არის საქართველოს და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ გვყავს ასეთი სპორტსმენები“, - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

მიღწეული წარმატების აღსანიშნავად სპორტის ახალ სასახლეში მიღება გაიმართა. შეხვედრას ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ჩემპიონები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ლას ვეგასში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლებთან ერთად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აიღეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მეტოქე დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე ირანელ მეტოქეს 5:4 აჯობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics