19:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-27 13:22:56, 603 ნახვა

კომენტარი
საგარეო - შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებას, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს მშვიდობას რეგიონში

„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებას, საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს მშვიდობას რეგიონში“ , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მოუწოდებს ეუთოს ძალისხმევა არ დაიშურონ კომფლიქტის მოგვარებაში.

„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და  ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.

ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“ , - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics