|
2020-09-19 20:28:02, 3782 ნახვა
სხვადასხვა
აშშ უზენაესი მოსამართლის რუთ გინსბურგის გარდაცვალებას გლოვობს
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ლიბერალობის სიმბოლოს, რუთ ბეიდერ გინსბურგის სურათი პროექტორით ნიუ-იორკის შტატის სამოქალაქო უზენაესი სასამართლოს შენობაზე გამოსახეს. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშა დაეშვება. რუთ ბეიდერ გინსბურგი ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. გინსბურგი აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა. ის მოსამართლედ 1993 წელს დაინიშნა, დემოკრატი ბილ კლინტონის მმართველობის დროს. "დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლის ტიტანის დაკარგვას გლოვობს, ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო". – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ცნობილია, თავად გინსბურგის დამოკიდებულება აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალ ტრამპის მიმართ. მას ტრამპის პოლიტიკა არ მოსწონდა და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შვილიშვილს უთხრა, რომ არ სურდა მისი შემცვლელი დონალ ტრამპს დაესახელებინა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ნოემბერში ეწურება. მას სურდა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებულ ახალ პრეზიდენტს წარედგინა. გინსბურგის გარდაცვალებას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა Facebook-პოსტით. მისი თქმით, მოსამართლე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხვდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბარი, თუ ქვეყნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი გახდებოდა თითოეული მოქალაქე. ოთხი ლიბერალი მოსამართლიდან ერთ-ერთი. ის მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა. მანამდე ის ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, 1972 წელს იგი კოლუმბიის სამართლის სკოლის პირველი ქალი პროფესორი გახდა. ერთ-ერთი გამორჩეული ქალის ცხოვრებას, ჰოლივუდმა 2018 ფილმი "სქესის მიხედვით" მიუძღვნა.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)