19:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 14:16:38, 785 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა თურნავას: ივანიშვილი რომ ზევსი გგონიათ, ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, სინამდვილეში ჩვეულებრივი თაღლითია

ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას უსმენენ.

ბოკუჩავამ ეკონომიკის მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა მოსახლეობას სიღარიბისა და სიდუხჭირის გარდა არაფერი მისცა.

„მითოლოგიაზე საუბრობდით ქალბატონო ნათია და ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას და არაფერი მისცა სიღარიბის, სიდუხჭირის და უპერსპექტივობის გარდა. 31 ოქტომბერს გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი ამ სიღარიბეს, სიდუხჭირეს და უპერსპექტივობას აუცილებლად დაასრულებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics