19:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 12:26:57, 632 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის მართვა, ვიდრე ბიუჯეტის არნახული დეფიციტი გვექნება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარის მართვა უნდა შეაჩეროს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ბიუჯეტის არნახული დეფიციტი ექნება.

„მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის მართვა. მიზეზი არის ძალიან ბევრი, მათ შორის ის, რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე, ინვესტიციების კლება და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუარესება, მაგრამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში დაემატება ბიუჯეტის არნახული დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ, ისესხა ფული მთავრობამ მილიარდ ნახევარი დოლარი რაც არის 5 მილიარდი ლარი, ამ ლარს უშვებს მიმოქცევაში, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, მაგრამ ის დოლარები, რომლებიც შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვუარებში იქნა თავმოყრილი საგარეო ვალის სახით, ეროვნული ბანკი ვალდებულია განახორციელოს ინტერვენციები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics