18:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 10:41:15, 482 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია პარლამენტში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პარლამენტში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ოთარ დანელია რთველი 2015-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და აგრარულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს.

სხდომას ღვინის კომპანიის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მევენახეები დაესწრებიან. პარლამენტში ოთარ დანელიას გამოსვლა მინისტრისა და შესაბამისი კომიტეტების წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა. მინისტრმა სხდომაზე ინფორმაციის მიწოდების სურვილი, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გამოთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics