19:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 14:13:24, 5719 ნახვა

კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე - ადგილი, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს წარადგენენ, ბაგრატის ტაძარს არ ეკუთვნის

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ადგილი, სადაც „პატრიოტთა ალიანსი“ კანდიდატს წარადგენენ, ბაგრატის ტაძარს არ ეკუთვნის.

ამის შესახებ განცხადებას ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„დღეს ჟურნალისტებისგან იყო შეკითხვები, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.

ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics