15:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 12:32:16, 6154 ნახვა

რეგიონი
მეოთხე დღეა ბათუმსა და ქობულეთში COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს

21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება უტარდება. კარვების გაშლიდან დღემდე აღნიშნული მომსახურებით 214-მა მსურველმა ისარგებლა, ყველა მათგანის კვლევის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია.

ასევე აქტიურდ მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. აქ კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.

აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ქ. ბათუმში კარავები მოწყობილია ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევარიდან შეუძლია. ამ ეტაპისათვის ტესტირების პროცესი 17:00 -დან 22:00 საათამდე განისაზღვრება.

21 აგვისტომდე აჭარაში COVID-19-ზე კვლევა გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ტარდებოდა, ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა, რომელის ინფექციის წყარო არ იყო დაზუსტებული, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. პირი რომელიც ჩაიტარებს კვლევას, კოვიდის დადატურების შემთხვევაში პასუხი  24 საათის განამავლობაში ეცნობება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics