|
2020-08-14 11:24:20, 10910 ნახვა
სპორტი
„ტორპედო კვლავ ბოლო წუთებს ითვლის“ - ქუთაისელი გულშემატკივრები პასუხებს ითხოვენ
ქუთაისის „ტორპედო“ დღემდე ადგილობრივი მთავრობის საკუთრებაშია, თუმცა ამ წუთამდე ნებისმიერ ფინანსურ საკითხს იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინი აგვარებდა. დღეს ქუთაისელი გულშემატკივრები ზუსტ პასუხებს ითხოვენ, რადგან გუნდს ისევ პრობლემები აქვს. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ კლუბის გადაცემის პროცესი იწყება და უახლოეს დღეებში ყველა პრობლემა მოგვარებული იქნებოდა. ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი გულშემატკივირი აცხადებს - „გადაცემის პერიოდი საგრძნობლად გაიწელა, იმ კაცსაც მოწყინდება და წავა. გვაინტერესებს ზუსტი პასუხები ან ერთი გვითხრან ან მეორე. მიღებული პასუხების შესაბამისად ვიმოქმედებთ ჩვენც“. დღეს 13:00 საათზე გულშემატკივრებმა შეკრება დაანონსეს ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე, სადაც ადგილობრივ თვითმართველობასა და გუნდის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო მანინი დღემდე ელოდება კლუბის გადაცემას. ინვესტორს ზამთარში გაუჩნდა სურვილი შეეძინა ქუთაისის "ტორპედო". მანინი მზად იყო გაესტუმრებინა გუნდის ყველა ვალი, რომელიც წინა მფლობელმა დატოა. დღემდე იტალიელმა ინვესტორმა კლუბის ყველა ვალი დაფარა, გუნდი ახალი სეზონისთვის სრულად მოამზადა და ტრანსფერების თანხაც გაიდახადა. მიუხედავათ ყველა პირობის შესრულებისა იურიდიულად ქუთაისური გუნდი ინვესტორის საკუთრება არ არის.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)