20:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 11:30:08, 2332 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: აღარ ვატარებთ ნიღაბს, არ ვიცავთ დისტანციას - შესაძლოა ამან სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შექმნას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას და არ ატარებენ ნიღბებს, შესაძლოა სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.

„ამ ეტაპისთვის, სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავ, მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში, მათთვის ეს არის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე და დღეს, ჩვენ აღარ ვატარებთ ნიღაბს, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას და ეს, რა თქმა უნდა მიგვიყვანს იქამდე, რომ შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ ამიტომ, სრული მობილიზაცია არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ უსაფრთხო სკოლებში განათლება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics