|
2020-08-04 17:38:44, 2994 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას
„ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს ჩადიან. „ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ, ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე ესაუბრონ. ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)