|
2020-08-01 16:05:16, 4771 ნახვა
რეგიონი
რაჭაში 7 სოფელთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რაჭაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერ-ჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით. 2 სოფელთან - ჯინჭვისთან და გონასთან გუშინ მოხერხდა მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით. ონის რაიონში სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, იმისათვის, რომ საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი. დროებითი გადასასვლელებით აღდგენილია 118-ე და 127-ე კმ-ზე ჩაწყვეტილი მონაკვეთები, რომლის საშუალებითაც სპეციალური ტექნიკის ასვლა გახდა შესაძლებელი 128-ე კმ-ზე მდებარე ერთ-ერთ რთულ ჩაშლილ მონაკვეთთან. 128-ე კმ-ზე გზის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ მონაკვეთიდან საგლოლოს ხიდამდე სამუშაოები ჩასატარებელია კიდევ 3 ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად, ხოლო საგლოლოს ხიდიდან კიდევ 2 მონაკვეთზე (ხიდთან მისასვლელი გზის და ღების მიმართულებით) ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად. საერთო ჯამში, ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია. უკვე აღდგენილია 11 სოფლის ელექტრომომარაგება და გრძელდება დაზიანებულ უბნებზე მუშაობა. ელექტრო გადამცემი სისტემების საბოლოო გამართვამდე, "ენერგო პრო ჯორჯიას" სპეციალისტები მუშაობენ რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის გარკვეული პერიოდულობით გენერატორების საშუალებით მიწოდების უზრუნველსაყოფად. სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი "მაგთის" კავშირგაბმულობა. შინაგან საქმეთა სამინიატროს ვერტმფრენებით გრძელდება როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში გადმოსვლის მსურველთა გამოყვანა, ისე დარჩენილი მოსახლრობისათვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება. დღეს შესრულებული 9 რეისით სოფლებიდან ონში გადმოყვანილია 80-მდე ადამიანი. სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)