|
2020-08-01 12:08:12, 3968 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან
„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას არ შეიწყალებს, მიღებულია არა მის მიერ, არამედ ბიძინა ივანიშივლის მიერ. „როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ხელისუფლებას აქამდე აქვს არჩევანი, რომ ოქტომბრამდე ჩვენი უახლესი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი, როდესაც სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, იყოს დახურული. თუ ამას არ გააკეთებს და ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა, კარგად გვესმის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშივლის გადაწყვტიელბა, ასეთ შემთხვევაში, არჩევნებამდე ვითარება არ იქნება ნორმალური, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება. ის შეფასებები, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კეთდება, გაგრძელდება. ეს ხელს არ შეუწყობს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ნორმალური და არც იმას, რომ არჩევნები შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი”, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას 30 ივლისს დამნაშავედ ცნეს. მას შეუფარდდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)