20:47 - 28 May, 2026
|
2020-07-24 12:17:23, 3844 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია გომელაურის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს. მანვე აღნიშნა, რომ ორივე საქმე, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩიაშვილის გარდაცვალების საქმეები, ბოლომდე იქნება გამოძიებული. „შს მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ერთი საქმეც და მეორეც სრულად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ახლა ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ესეთი რამე სერიოზულია? რა არის სერიოზული“, - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის გადადგომას ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)