|
2020-07-22 14:39:59, 3685 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში
სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ სპექტში იყენებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს. მისივე თქმით, საქართველოში უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც დაფიქსირებულა. „სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის რომ, ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არის უფრო მეტი რა შეიძლება ვთქვათ, არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ. ოპოზიციის მთელი მიზანი არის ის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სადისტური მმართველობა თითქოსდა არის კრიმინოგენური ვითარების ერთადერთი წამალი, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს. არაერთი ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)