|
2020-07-17 13:16:15, 4601 ნახვა
კომენტარი
კუჭავა - „ედისონ რისერჩის“ კვლევები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მყარად, დამაჯერებლად ლიდერობს და უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება
„ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მისი თქმით, წლების განმავლობაში ატარებდნენ ამ კვლევებს, რაც არასდროს ემთხვეოდა საბოლოო შედეგებს, საკმაოდ მაღალი აცდენებიც იყო და მათი ნდობა რთულია. „ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დავინტერესდეთ, ვინ აკეთებს, საველე სამუშაოებს და მარტივია, შემდეგ მივხვდეთ, რომ ეს კვლევები არ არის სიზუსტესთან და იმ რეალურ სურათთან ახლოს, რომელიც შეიძლება მათ დაენახათ, მაგრამ არ უნდოდათ ეს გადმოეცათ. ფაქტი ერთია, რომ ამ კვლევებშიც კი მათ ვერ შეძლეს არ ეჩვენებინათ, თუ რამდენად წინ არის „ქართული ოცნება“ მთლიანად აღებული ოპოზიციური სპექტრის რეიტინგთან, მაგრამ აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ჩვენ შევხედავთ ამას ალოკაციის შემდეგ, თუ როგორ სურათს შეიძლება ვხედავდეთ, აქაც ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის 39% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)