|
2020-07-14 14:23:34, 4177 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის ხელისუფლება იმკის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინელი ელჩის დაბარებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ბრიფინგზე კულებამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია იწვევს მწუარებას, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელიც არ არის უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით ილაპარაკოს, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე არჩევნებამდელ პერიოდში“. „ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინელ ელჩს იბარებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გამოთქვამენ უკმაყოფილებას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე. დისბალანსი იმაშია, რომ ერთი ადამიანი აკეთებს განცხადებას, სახელმწიფო კი, ამას, ბოდიშს გიხდით და იმკის“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, უკრაინა აფასებს საქართველოსთან მეგობრობას. „საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად ნათელია: სააკაშვილი არის ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომლის საქართველოზე გაკეთებული კომენტარებიც არ ნიშნავს უკრაინის პოზიციაც“, - აღნიშნა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)