|
2015-09-03 10:57:27, 437 ნახვა
პოლიტიკა
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამის მიზანი 2015 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა, რაც შუალედური არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. სამინისტროს ცნობით, უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან; „კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის უწყებათაშორისი კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. კომისიის სხდომები იმ სიხშირით გაიმართება, რასაც წინასაარჩევნო პროცესი მოითხოვს, თუმცა, მისი წევრები ორ კვირაში ერთხელ მაინც შეიკრიბებიან და არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაში. კომისია რეაგირებდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე, მსგავსი დარღვევების განმეორების პრევენციის მიზნით კი შეიმუშავებდა რეკომენდაციებს საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ. კომისიამ მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეეკავებინათ სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებასა და წარმართვაში ხელის შეშლისგან; რეკომენდაციით მიმართა სამინისტროებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, გამოეცათ დეტალური და მკაფიო განმარტებები, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ თანამშრომლებს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)