21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 12:24:29, 4396 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი კონგრესის კანონპროექტზე - გზავნილი, ვფიქრობ, განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის კანონპროექტში დამატებულ მოთხოვნებს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ.

სამადაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში დამატებული მოთხოვნები და გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის.

„გზავნილი ვფიქრობ არის განკუთვნილი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითეს რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში - უნდა ჩატარდეს ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, არჩევნებამდე უნდა მოიხსნას ყველანაირი ზეწოლა მედიასა და ოპოზიციაზე, შესაბამისად, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ რომ შედეგი ბიძინა ივანიშვილისა და  მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics