|
2020-07-07 14:46:39, 5016 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი აშშ-ის კონგრესის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია
„ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რასაც ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი. „მე მინდა შეგახსენოთ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც, „ღია ცის ქვეშ“ ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვნახეთ და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველად როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ, გრძელდება ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)