18:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 11:26:28, 15992 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„დღევანდელი მონაცემების შეჯერებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 87%-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. ეს 4 ახალი შემთხვევა, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. 2 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 კი გახლავთ ჩვეულებრივად, სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქე.

ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა, რადგან დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული პაციენტი და 1 გამოჯანმრთელდა. ეს ახალი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ეს დიაგნოზი  საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. ყველა პაციენტი, რომელიც ამჟამად ჩვენს ცენტრში მკურნალობს, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა, სიმძიმის შეფასებით ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics