|
2015-09-01 11:44:52, 1442 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: შევეცდებით, საქართველოსთვის ყველა საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება და განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკეთდება. „ძალიან დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს უცხოეთში და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს - ევროპული და ევროატლნატიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ასევე ეკონომიკურ ურთერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტი. თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდაც და ეს არის რა თქმა უნდა აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)