|
2020-06-30 12:47:13, 4542 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი სამინისტროს თანამშრომლების დაკავებაზე - უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი
„სამართალდამცავებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომელი დააკავეს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშილმა განაცხადა. მისი თქმით, უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი. „სამართალდამცავებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომელი დააკავეს. მინდა განვაცხადო, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. საქმის გამოძიების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან. ერთეულმა უკანონო ქმედებებმა არ უნდა შელახოს სახელმწიფო სტრუქტურის და იმ პროფესიონალი ადამიანების რეპუტაცია, ვინც პატიოსნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის სამინისტროს მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ნდობას, რომელიც უწყების მთავარია მონაპოვარია, ქმნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)