21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 13:02:52, 1906 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა

ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას დემოკრატიას ეძახის.

„ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას დემოკრატიას ეძახის. ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც სახალხო დამცველს სთხოვეს, დაგვეხმარეთ, რომ კრიტიკა აღარ ისმოდეს, დაიცავით ივანიშვილისა და ჩვენი უფლებები, ჩვენ ტანჯულები და დევნილები ვართო. ასეთ სიბრიყვეს იმეორებენ. ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა. ამ ყველაფერს ლოგიკა აქვს. რეალურად, შუშის სასახლეში ზის გადაწყვეტილების მიმღები. როცა ფორმალურად მიდის ადამიანი ამ პანდემიის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ასეთი გამოწვევის დროს, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ტრიბუნას გამოვიყენებთ. მესმის, რომ ივანიშვილის გუნდიდან უმრავლესობის წევრებს გული სტკივათ, რომ ამ კითხვებზე მათ პრემიერს პასუხი არ აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics