|
2020-06-25 19:15:15, 1817 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია - პოლიციის კონტროლქვეშ მყოფი მოქალაქეები არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით არ არიან უზრუნველყოფილნი
„2019 წელს, არ შესრულებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებით გაცემული სისტემური რეკომენდაციები“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, კერძოდ, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით. „სამწუხაროდ, 2019 წელს, არ შესრულებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებით გაცემული სისტემური რეკომენდაციები. კერძოდ, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით. პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები კვლავ არ არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა. ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები არ არიან უზრუნველყოფილნი გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობის სამხრე კამერებით; ნორმატიულად ისევ არ არის გაწერილი პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება; არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მოსამართლე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, რეაგირებისათვის შესაბამის გამოძიების ორგანოს მიმართავს; შეუსრულებელია რეკომენდაცია დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეოჩანაწერის წარმოების თაობაზე და სხვა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)