|
2015-08-29 11:43:06, 1287 ნახვა
სხვადასხვა
ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდომარეობა კვლავ მძიმეა. გვაზავას მკურნალი ექიმის კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. „ჯერჯერობით პაციენტის მდომარეობა მძიმეა. მას გვიან ღამით სახის არეში გაუკეთდა ოპერაცია. გვაზავა დაჭრილი იყო სახის არეში“,-განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ. ცნობისთვის, თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილი იქნა ლევან გვაზავა. ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)