|
2020-06-23 10:32:25, 1973 ნახვა
რეგიონი
NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD - „ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით დაიწყეთ“
„ბათუმი - არომატების სუფრა“- ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქვეყნებს. სტატიის ავტორი ბრიტანელ მკითხველს ურჩევს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ბათუმიდან დაიწყოს. „საქართველოს კულინარიულ რუკაზე გაგნებისათვის, დაიწყეთ ბათუმით - სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ მეღვინეობების სტუმრობა და არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზირებული რესტორნები. აჭარის რეგიონის სამზარეულოს გამორჩეული მაგალითია აჭარული ხაჭაპური - ყველითა და ზედწამოსკუპებული კარაქით გაჯერებული ნავის ფორმის პური, რომელსაც გვერდები უნდა მოატეხოთ, გულში ჩააწოთ და ისე მიირთვათ ცხლად.” ბრიტანეთში წამყვანი ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD კულინარიული გიდის ფუნქციას ითავსებს. სრული სიცხადით აღწერს გემოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულიდან, რასაც თან ურთავს ულამაზეს, მადისაღმძვრელ ფოტოებსა და რეცეპტებს. ქართულ სამზარეულოზე გამოცემა წერს, რომ ის პოპულარობის ზენიტშია და მისი აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა. „ქართული სამზარეულო პოპულარობის ზენიტშია და მის აღმოსაჩენად არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე თვითონ ქვეყანაა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე გაშლილი, საქართველო ერთ დროს აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მის ქალაქებში შემოჰქონდათ ნაირნაირი მადისაღმძვრელი სუნელები თუ მკაფიო არომატები, რასაც თავის მხრივ წვლილი შეჰქონდა აქაური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში. ქართული სამზარეულოს კომპლექსურობა და მრავალფეროვნება დასახელდა "ერთ-ერთ საუკეთესო აღმოუჩენელ კვების კულტურად ევროპაში"დანიელი შეფის, ორი მიშელინის ვარსკვლავის მქონე „ნომა“ - ს თანამეპატრონის, რენე რედზეპის მიერ. ეს სამზარეულო მდიდარია ხორცეულით, ყველიანი ცომეულით, ნაირფეროვანი წვნიანებით თუ სხვა კერძებით, რომლებიც ერთად ტრადიციულ სუფრას ქმნიან. მისი წამყვანი კი თამადაა. ღვინოს, სუფრაზე, ისევე, როგორც ეროვნულ სამზარეულოში, ცენტრალური ადგილი უჭირავს: საქართველოში 8000 წლის წინანდელი საღვინე თიხის ჭურჭლების აღმოჩენის შედეგად, ქვეყანამ მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის ერის ტიტული მიიღო. მეღვინეობის სცენა აღმავლობას განიცდის ბუნებრივი მეღვინეობის აღორძინების წყალობით“, - ნათქვამია სტატიაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)