|
2020-06-18 12:54:57, 1637 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა
რომ გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მთავარია, რომ მოხდეს ახალი შემთხვევების მართვა, ეკონომიკის გახსნის პარალელურად. „ეს ყველაფერი არის ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობის საგანი, ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე ჩვენ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში, უნდა ვმართოთ ახალი შემთხვევები და კარგად ვიცით, რომ გახსნილია ეკონომიკა, რადგან მოსახლეობამ უნდა იმუშავოს და ა.შ, უნდა დავიჭიროთ ბალანსი. იქნება მეორე ტალღა, მესამე, მეოთხე - ამაზე მსჯელობენ სერიოზული მეცნიერები. შესაძლებელია, რომ ოდნავ დინამიკა არის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება, გლობალურადაც. შესაძლოა ზაფხულში ეს გაგრძელდეს, რომ გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა, ანუ სულ გაქრებოდა, როგორც გრიპის ვირუსი, ეს არ ხდება. მაგრამ მთავარია, რომ ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)