|
2020-06-18 12:51:57, 1498 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ხელისუფლებაზე - როდესაც მტრული სახელმწიფოს საჯარო განცხადებებს არ ეხმაურებიან და ტალახს შიგნით ისვრიან, მტრის პროპაგანდას ეხმარებიან
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, როდესაც ხელისუფლება მტრული სახელმწიფოს საჯარო განცხადებებს არ ეხმაურება და ტალახს შიგნით ისვრის, მტრის პროპაგანდას ეხმარება. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით სრული ბოდვაა. „ეს არის გაგრძელება ამ უაღრესად საზიანო, მავნებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკურად დანაშაულებრივი ხაზის. როდესაც შენ გაქვს საფუძველი, გაქვს საჯარო განცხადებები მტრული სახელმწიფოსი და ამას კი არ ეხმიანები, ტალახს შიგნით ისვრი. ამით ეხმარები მტრის პროპაგანდას და რისკს უზრდი მომავალში ყველა საქართველოს მოქალაქეს. არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ ყველას. გაბუნიას დაცვა არის ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულება. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება არის, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგას, ვინც ბედავს ასეთ რაღაცას მას ჰქონდეს რაღაც შემაკავებელი. გასაგებია იძახიან, რომ გამოძიების დასრულებას ველოდებითო, მაგრამ მაშინ რატომ იშვერენ ხელს შიგნით ოპონენტებისკენ? საჯარო განცხადებები მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლის რეაქციას ვერ მივცემი, ეს რა ბოდვაა. აბა რაზე უნდა მიცეს პრეზიდენტმა რეაქცია?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)