21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 14:25:06, 1320 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი შეკითხვაზე: რატომ არ ახსენებს ხელისუფლება გაბუნიას საკითხზე რუსეთს - მეშინია, მეც არ დამსაჯოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართელოში დესტაბილიზაციის შექმნა რუსეთის ინტერესებში შედის და ამაში მისი მოკავშირე „ნაციონალური მოძრაობაა“.

კითხვზე, თუ რატომ არ ახსენებენ ამ საკითხზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს, ვოლსკიმ უპასუხა - „რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს.“

"ახლა ვილაპარაკე პუტინზე, კადიროვზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, დანაშაულებრივ განცხადებებზე და ყველაფერზე. კიდევ გამოძიება მიმდინარეობს და მეტი ინფორმაცია გვეცოდინება. რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს.

შეკვეთილი მკვლელობა არის საშინელება, უმძიმესი დანაშაული, ეს ხომ არ არის გათვლიილ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რაც არ უნდა აგრესიული იყოს და არის, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ემუქრება ერთ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ გაბუნიას და მისი გაქრობა უნდა. ეს არის რეალურად, თუ ეს დადასტურდა, გამოძიებამ უნდა ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოს, ეს არის ქვეყანაში არეულობის შემოტანის, დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა.

სულ არ აინტერესებს იმას, არც ნაციონალური მოძრაობა, არც ქართული ოცნება - იმას აინტერესებს დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციაში, რასაკვირველია „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო უწყობს ხელს“, - განაცხადა ვოლკსიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics