21:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 12:13:25, 1264 ნახვა

კომენტარი
კობახიძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე - ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, მაგრამ ხელისუფლება მსგავს სცენარებს თავიდან აირიდებს

ესაა კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის, მაგრამ ხელეისუფლება აქ იმისთვისაა, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდო, - ასე გამოეხმაურა უმრავკესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისთ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციას.

მისი თქმით, ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელისუფლების დროული რეაგირება.

„ერთი, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელისუფლების დროული რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას, შეიძება ბევრად უარესი შედეგი მოყოლოდა. ესაა კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის, მაგრამ ხელეისუფლება აქ იმისთვისაა, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics