21:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 12:42:46, 1245 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი გაბუნიას ლიკვიდაციაზე - ჩვენი საზღვრები დაუცველია და უპრობლემოდ გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები

ჩვენი საზღვრები დაუცველია და უპრობლემოდ გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საკითხს.

მისი თქმით, არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც კადიროვი ასრულებს პუტინის დავალებას.

„ჩვენი საზღვრები არის დაუცველი და საქართველოში ფაქტობრივად, გადაადგილდებიან ადამიანები, რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციიდან დაკვეთა. ბევრი შემთხვევა არის, როდესაც რეალურად კადიროვი ასრულებს პუტინის დავალებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე და არ იქნება ისე, როგორც ბევრ შემთხვევაში იყო, როდესაც დამნაშავეების საქმე არ არის ობიექტურად ნაჩვენები საზოგადოებისთვის და შემდეგ ხდება მათი განთავისუფლება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics