|
2020-06-15 16:23:51, 1329 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - თუ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში ადასტურებს, რომ სისტემატურად ხდება ადამიანთა მიყურადება, უნდა დაიწყოს გამოძიება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვლი სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში ადასტურებს, რომ სისტემატურად ხდება ადამიანთა მიყურადება, უნდა დაიწყოს გამოძიება. სამადაშვილმა დაამატა, რომ მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოძიება დაიწყება და შესაბამისი ზომები გატარდება. „ეს კონკრეტული ანგარიში, თუ ადასტურებს იმას, რომ სისტემატურად ხდება ადამიანების მიყურადება და მათი საუბარის ჩაწერა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში დარღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებების, უნდა დაიწყოს გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ზომები, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოხდეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში", - აცხადებს სალომე სამადაშვილი. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს პარლამენტში 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას ეხება. თოლორაიას თქმით, ამ მიმართულებით სასამართლომ 1,362 განჩინება გასცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი 98 შემთხვევაში შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)