21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 14:56:57, 1271 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე - „ქართული ოცნება“ განწირულია, ამიტომ არჩევნების თარიღით მანიპულირებას უნდა მოეშვან

„ქართული ოცნება“ განწირულია, ამიტომ უნდა შეეშვან არჩევნების თარიღით მანიპულირებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იმის მიხედვით მანიპულირებას დაიწყებს, თუ როდის ექნებათ მაღალი რეიტინგი. გოცირიძე განმარტავს, რომ ის რეიტინგი, რომელსაც ელოდებიან, „ქართულ ოცნებას“ არასდროს ექნება.

„დაიწყებენ მანიპულირებას არჩევნების თარიღით იმის და მიხედვით, თუ როდის ექნებათ მათ მაღალი რეიტინიგი. აწყობთ დავუშვათ ოქტომბერი? ოქტომბერში ჩაატარებენ არჩევნებს თუ არ აწყობთ მიზეზად პანდემიას გამოიყენებენ და გადადებენ სხვა რიცხვისთვის. არასდროს მათ არ ექნებათ ის რეიტინგი, რასაც ელოდებიან. „ქართული ოცნება“ განწირულია, ამიტომ უნდა შეეშვან არჩევნების თარიღით მანიპულირებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პანდემიის მეორე ტალღა ოქტომბერში მოუწევს, შესაძლოა არჩევნები გადაიდოს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics