15:19 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 12:48:04, 15409 ნახვა

ომი უკრაინაში
სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს COVID-19 დაუდასტურდა, ის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდგინდა.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება და ვირუსის დადასტურებამდე ის თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ამ წუთებში სოფელ მეტეხში, ინფიცირებული ქალის ოჯახში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები კი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, შიდა ქართლში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics