21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 12:40:15, 2174 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე ერთიან სიაზე - ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და სწორი ნაბიჯი მაჟორიტარული ოლქების შეთანმხება იქნება

ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და სწორი ნაბიჯი არის და იქნება მაჟორიტარული ოლქების შეთანმხება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ სწორედ მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების საკითხზე კონცენტრირდება.

„რეალობა არ არის დღეს საქართველოში ისეთი რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს და ეს არ არის მხოლოდ ივანიშვილი და სააკაშვილი, რისი წარმოჩენაც ივანიშვილს ყოველთვის სურს ხოლმე. რეალობა არის სხვა - არის  მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება გააჩნია. ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და სწორი ნაბიჯი არის და იქნება მაჟორიტარული ოლქების შეთანმხება, ჯერ თბილისში და მერე სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეას არ განვიხილავთ.

აქვე მინდა დავამატო, რომ იმედი მაქვს ეს განცხადება არ გაკეთებულა იმიტომ, რომ მერე საბაბად იყოს გამოყენებული, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნოს მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics