21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 18:32:14, 1795 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - ღარიბაშვილი ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა

„ღარიბაშვილი ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო „კლოუნობის“ საკითხში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ქვეყნის გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად თავის რეპუტაციასა და იმაზე თუ, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო.

„ღარიბაშვილი ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო „კლოუნობის“ საკითხში და მან პარლამენტში მისვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს.  ქვეყნის პრობლემებისა და ჩვენი გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად მის რეპუტაციაზე და იმაზე ილაპარაკა, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო. მართლა პირველყოფილი შეხედულებების ადამიანია. საკუთარი რეპუტაცია მას გონია, რომ არის იგივე, რაც ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების რეპუტაცია, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ ჩვენი ქვეყნისთვის. მართლა ასე გონია ამ კაცს, რომელიც კორუფციისა და ნეპოტიზმის სიმბოლოდ იქცა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics