21:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 17:36:07, 1845 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი - დარგობრივი ასოციაციების გაძლიერება და ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის

ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების საკითხები და მეთევზეობის დარგში არსებული გამოწვევები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ თავმჯდომარესთან, სოფიო დიასამიძესთან შეხვედრაზე.
,,წარმოების სრული ჯაჭვის განვითარების გარეშე, ქვეყანაში მეთევზეობის დარგი ვერ გაძლიერდება. აღნიშნული მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება, ითვალისწინებს დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას, რაც სოფლის მეურნეობის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს.  უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“, რომელიც შემუშავდა და პარლამენტშია წარდგენილი, სექტორში არსებულ ბევრ პრობლემას დაარეგულირებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  
როგორც სოფიო დიასამიძემ აღნიშნა, ასოციაციის თევზსაშენ მეურნეობებში სრულად გამართულია ლიფსიტის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბენეფიციარი მეთევზე ფერმერებისთვის თევზის მოშენების სრული ციკლის სწავლებას. ამასთან, თევზის მეურნეობების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ლიფსიტის ხარისხიან საკვებზე და ფინანსურ რესურსებზე  ხელმისაწვდომობა. 
ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ 65 წევრს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია  ხელი შეუწყოს ქვეყანაში თევზსაშენი მეურნეობების განვითარებას, ჯანსაღი გენეტიკის ლიფსიტის წარმოება-გამრავლებას და  მეთევზე ფერმერების ცოდნის ამაღლებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics