22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 13:11:02, 1472 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძე იქნება, თუ გიგა ბოკერია, ამომრჩეველი გადაწყვეტს

ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, გიორგი ვაშაე თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სახელმწიფოს მთავარი ინტერესია, რომ ჩატარდეს დემოკრტიული, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტების არჩევნები.

„სახელმწიფოს ინტერესშია, ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნები. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება, რომლის მიმართ შეტევა შალვა ნათელაშვილის ოფისში გამართული მოლაპარაკების მთავარი მიზანია. ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან. ეს არის მთავარი და ცდილობენ, რომ ამ მთავარ მიმართულებას როგორმე გადავცდეთ, სხვა ასპექტებში და კონფლიქტებში შევიდეთ. ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, გიორგი ვაშაძე, თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. მგონია, რომ უახლოეს პერიოდში, არ ემუქრებათ ისეთი დატვირთვა, რაც პრემიერ-მინისტრს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics