17:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 15:56:00, 1054 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა და სხვა აქტუალური საკითხები.

აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს და ხელშეკრულების ვადების გათვალისწინებით დასრულდება.

ყურადღება გამახვილდა სასოფლო და სამეურნეო დანიშნულების გზების მოწესრიგებაზე, სამთო იალაღებზე მოსახლეობის გასვლის ორგანიზებასა და მათ სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე, პირუტყვის ვეტერინალური მომსახურების უზრუნველყოფაზე.

მერმა რწმუნებულებს მოსახლეობასთან ახლო კომუნიკაცია, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება და წამოჭრილ საკითხებზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა დაავალა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics