18:33 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 12:50:48, 16264 ნახვა

High - Tech
ტანსაცმელი უსახლკარო ადამიანებისთვის, რომლის დასვრა შეუძლებელია

ტანსაცმელი მუდმივად გესვრებათ? იქნებ მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ და სამოსის რეცხვას ვერ აუდიხართ? მოგზაური, მოლაშქრე, მეზღვაური-ეს ტანსაცმელი თქვენთვისაა. 
ბრიტანელმა სტარტაპერმა ბრაუნ ბახანოტმა მტვერ და წყალგამძლე ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა. ტანსაცმელი FreshTech სპეციალური ქიმიური ხსნარითაა დამუშავებული, რაც მის ზედაპირზე თვალით უხილავ დამცავ ნანოშრეს ქმნის. 
თავიდან ეს ტანსაცმელი უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის იქმნებოდა, მაგრამ შემდეგ FreshTech - ის მიზნობრივი აუდიტორია გაიზარდა. 
ამ ყველაფრის მიუხედავად ტანისამოსის რეცხვა თვეში ერთხელ მაინც, ცივ წყალში, ხელით , ყველანაირი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მაინც საჭიროა. FreshTech სხვა სინთეტიკურ ტანსაცმელთან შედარებით 40% უფრო სწრაფად შრება.
FreshTech - ის ოფიციალური ვებგვერდი https://www.unhoused.org/streetwear/hope-self-cleaning-hoodie , სადაც ტანსაცმლის შეკვეთას შეძლებთ. სიტყვაზე-ყოველ გაყიდულ ჰუდიზე კომპანია ერთ ასეთივეს ბრიტანეთის უსახლკაროთა დახმარებისა და თანადგომის ფონდს გადასცემს.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics