00:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 16:04:23, 1197 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მიწის რეგისტრაცია არის უმთავრესი წინაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

„მიწის რეგისტრაცია არის უმთავრესი წინაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს სწორი მეთოდოლოგია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელიწადში რეგისტრირებულია უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის დროიდან. ეს პროცესი,  სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები წლის განმავლობაში  დარეგისტრირდება და მეტი ფერმერი ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამებში.

მიწის რეგისტრაცია არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს - ჩვენ ვახორციელებთ რეგისტრაციას, როგორც აუცილებელ პირობას და ვაყალიბებთ პროფესიონალი ფერმერების კატეგორიას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარდგენის დროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics