|
2015-01-27 12:34:16, 1951 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში ნატოს ლეგიონია მობილიზებული
„უკრაინაში მობილიზებულია უცხოური, კონკრეტულად კი ნატოს ლეგიონი“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. პუტინის განცხადებით, უკრაინას არ სურს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარება. „სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა. ჩვენ ხშირად ვახსენებთ უკრაინის არმიას, თუმცა რეალურად იქ არიან შეიარაღებული ძალების ოფიციალური დივიზია და ე.წ. მოხალისეთა ნაციონალისტური ბატალიონი. ეს კი უცხოურ, კონკრეტულად კი ნატოს ლეგიონს წარმოადგენს“,-განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება უკრაინელ სამხედრო პირებს და პრორუს სეპარატისტებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)