01:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 10:31:43, 1110 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: თუ უკრაინაში არ იციან, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო დესპოტური მართვის მაგალითი, ძალიან რთული ხვალინდელი დღე გველის ორმხრივ ურთიერთობაში

 „თუ უკრაინაში არ იციან, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო დესპოტური მართვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ისტორიაში, ჩვენ ძალიან რთული ხვალინდელი დღე გველის ორმხრივ ურთიერთობაში“, - ამის შესახენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი იმპულსური, დაუგეგმავად მოქმედი პირია, რომელმაც საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა დადასტურებულად: დანაწევრებული საქართველო, მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვევით, სოციალური პაკეტი ნულზე, სოფელი განადგურებული, და იმ ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებმაც დაკარგეს სახლ-კარი, ჯანმრთელობა, ქონება - აი, რაც დაგვიტოვა სააკაშვილმა. ეს იყო ინდივიდუალური და  დესპოტური მართვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ისტორიაში. აქ იმის გაანგარიშება, თუ რა როლს თამაშობს სააკაშვილი დღეს უკრაინისთვის, უფრო ექსპერტთა გუნდის ვალდებულებაა. და თუ უკრაინაში  ეგ არ იციან, ჩვენ ძალიან რთული ხვალინდელი დღე გველის ორმხრივ ურთიერთობაში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ​.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics