|
2015-08-17 17:33:27, 1261 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოში კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულების დოკუმენტზე იმსჯელეს
კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულებისთვის, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (INDC) სამუშაო დოკუმენტზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იმსჯელეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. დოკუმენტის საბოლოო ვერსია კი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება. უწყების ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციამ ვარშავაში კონვენციის მხარე-ქვეყნებისგან მოითხოვა. დოკუმენტი საფუძვლად დაედება მომავალ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში პარიზში მიიღებენ. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა. ამასთან, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა საქართველოში ალვარო ორტეგამ აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახული იქნება საქართველოს წვლილი ტყის სექტორში ემისიების შემცირების შესახებ. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ განვიხილეთ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება საქართველოს წვლილი ტყის სექტორში ემისიების შემცირების შესახებ. ქვეყანა ასევე აქტიურად იმუშავებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით“,-განაცხადა ორტეგამ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)