|
2020-04-25 13:33:13, 14179 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები - ქვეყნებში ინფიცირების სტატისტიკა მზარდია
საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე მეტი შემთხვევა თურქეთში ფიქსირდება. აქ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 104 ათასს გადააჭარბა და ვირუსმა 2600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თურქეთის შემდეგ სტატისტიკურად ყველაზე მზარდი ვირუსის გავრცელება რუსეთშია, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 68 622-ს შეადგენს. კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 615-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, დაღუპუთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 592-ს შეადგენს, მათგან 1 013 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. როგორც ცნობილია, 27 აპრილიდან აზერბაიჯანი მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ხსნის და თითქმის ყველა მაღაზია იხსნება. რაც შეეხება სომხეთს, აქ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 1596-ს შეადგენს, საიდანაც, ბოლო მონაცემებით, 728 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. სომხეთში კორონავირუსით 27 ადამიანია გარდაცვლილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)