02:22 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 18:29:26, 1856 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი - თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ მთავრობის დღევანდელი შეთავაზება საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია

თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ იმდენად კარგია შეთავაზებაა, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია და თუ არ გვყოფნის, ე.ი. საარჩევნოდ დამაზიანებელი ყოფილა და არჩევნებთან არ ჰქონია კავშირი. ასე რომ, ეს ორი საკითხი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,  სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის 200 ლარიანი დახმარება სრულად ვერ აანაზღაურებს შემოსავალს, რაც დაიკარგა, თუმცა ეს არის საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა.

„200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად, იმიტომ, რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, არსებული შესაძლობებიდან გამომდინარე ქვეყანამ მაქსიმალური მსხვილი საერთაშორისო ფინანსური რესურსის მოზიდვა და დახმარების პაკეტის შეთავაზება შეძლო. „ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით, ჩვენ საკამოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც და რა შესაძლებლობებიც გვაქვს,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics